Meteo.gov.ge-ს მონაცემების თანახმად, 6 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ქარი 25-32მ/წმ-მდე გაძლიერდება.

დეტალების გასარკვევად, „კომერსანტი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ეს ნიშნული (25-32მ/წმ-მდე) ქარიშხლის კატეგორიას განეკუთვნება.

„ 6 თებერვალს 25-27 მ/წმ-მდე სიჩქარეს ველოდებით აღმოსავლეთ საქართველოში. კერძოდ, კახეთის რეგიონში, მდინარე მტკვრის ხეობაში; ჩრდილო-აღმოსავლეთით (მაღალმთიან რეგიონებში) და თბილისსა და მის გარეუბნებში“.