„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, წელს საქართველოში ნათესი ფართობები 3.2%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ნათესმა ფართობებმა 137.1 ჰა. შეადგინა, მიმდინარე წელს კი 132.7 ჰა, ანუ 4.4 ჰექტარით ნაკლები.

კონკრეტულ კულტურებთან მიმართებით მაჩვენებლები 2024 წელს შემდეგია:

  • მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) - 92.2 ჰა (1.3%-ით ნაკლები გასულ წელზე);
  • სიმინდი - 71 ჰა (კლება 4.7%);
  • კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები - 27.1 ჰა (კლება 2.5%);
  • სხვა კულტურები - 13.4 ჰა (კლება 15.7%).

2024 წლის საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი არ მოიცავს 2023 წლის მესამე კვარტალის ნათესებს.