საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 19:42 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ონთან - სოფელ ცხმორში მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა.

ამასთან, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა "აფთერშოკიც", რომლის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

ონთან მიწისძვრა დღეს, 17:16 საათზეც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.