PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის იანვარში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ გაიზარდა, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით და 880 277 შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, 10.4%-ით შემცირდა.

იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე ხელფასს, 19.5%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

მზარდია 2 400 ლარის და მეტი ხელფასის მქონეთა რაოდენობა. კერძოდ, გასულ თვეში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ ხელფასს, 26.6%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 2.3%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია.