2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 36,115 ფიზიკური პირი, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ბაზაში 60 ფიზიკური პირია შეყვანილი, ხოლო თავად პირის მომართვით - 36,053 განაცხადი დარეგისტრირდა.
მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში დამოკიდებულ პირთა სია 16,000-ით გაიზარდა.
უწყების ინფორმაციითვე, „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 577 247 პირის შესახებ მონაცემები.