მიმდინარე წლის I და II კვარტალში საქართველოში 5985 ხანძარი დაფიქსირდა.

„საქსტატი“-ის ინფორმაციით, ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 122 დაშავდა.

ამასთან, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხანძრისგან განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა და დაიღუპა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2023 წლის ორ კვარტალში ხანძრების რაოდენობამ 5 137 შეადგინა. დაღუპულთა რიცხოვნობამ 27, ხოლო ტრავმირებულთა რაოდენობამ 99 შეადგინა. რაც შეეხება ხანძრისგან განადგურებული შენობა–ნაგებობის რაოდენობას და დაღუპულ მსხვილფეხა პირუტყვს, მათი რაოდენობა შესაბამისად 193-ს და 35-ს გაუტოლდა.