საქართველოში 2018-2022 წლებში 112 049 ქორწინება და 53 888 განქორწინება დარეგისტრირდა. ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა სადეპუტატო კითხვის პასუხად  „საქსტატიდან“ მიიღო.

უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:

რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით:

  • 2018 წელი - 23 202 რეგისტრირებული ქორწინება
  • 2019 წელი - 23 285 რეგისტრირებული ქორწინება
  • 2020 წელი - 16 359 რეგისტრირებული ქორწინება
  • 2021 წელი - 23 155 რეგისტრირებული წორწინება
  • 2022 წელი - 26 048 რეგისტრირებული ქორწინება

რაც შეეხება განქორწინებებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 5 წელში ქვეყანაში 53 888 განქორწინების რეგისტრაცია მოხდა.

რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით:

  • 2018 წელი - 10 288 რეგისტრირებული განქორწინება
  • 2019 წელი - 11 205 რეგისტრირებული განქორწინება
  • 2020 წელი - 7 643 რეგისტრირებული განქორწინება
  • 2021 წელი - 10 654 რეგისტრირებული განქორწინება
  • 2022 წელი - 14 098 რეგისტრირებული განქორწინება