საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალს Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S. შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვისსამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმადა Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილემ რასიმ ტოპუზმამოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსსამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებას. თანამშრომლობაასევე ითვალისწინებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისა და ჯანდაცვისპერსონალის მოკლევადიანი ტრენინგების ორგანიზებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავებაც.