საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო 1-2 მარტს რამდენიმე რეისს აუქმებს, ხოლო ზოგიერთი რეისი აღდგება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო!

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ხვალ 1 მარტს შესრულდება შემდეგი რეისები: 

№870/869 თბილისი - ზუგდიდი - თბილისი;

№874 თბილისი-ფოთი.

2 მარტიდან დაიწყებს მოძრაობას: 

№874 /873 თბილისი - ფოთი - თბილისი (ორივე მიმართულება);

ჩვეული განრიგით ასრულებს რეისებს:

№802/801 თბილისი - ბათუმი - თბილისი;

№804/803 თბილისი - ბათუმი - თბილისი; 

ასევე გაცნობებთ, რომ 1-2 მარტს უამინდობის გამო უქმდება რამდენიმე რესი, კერძოდ: 

№854/853 თბილისი - ოზურგეთი - თბილისი;

№618/617 თბილისი - ბორჯომი - თბილისი;

№686/685 თბილისი - ბორჯომი - თბილისი;

№682/681 ქუთაისი-ბათუმი;

№684/683 ქუთაისი-ბათუმი;

№613/614 ბათუმი - ოზურგეთი; 

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ“ - ნათქვამია ინფორმაციაში.