აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი - ფოთი - თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს.


„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: 
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge; 
სწრაფი გადახდის აპარატებით;
საქართველოს რკინიგზის სალაროებში; 
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
 
                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                