საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩისთვის მზადება დაიწყო. პრესსამსახურის ცნობით, 28 ივნისს, „ჯვაროსნებმა“ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთს 30 ივნისს, კიოლნში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართელოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

29 ივნისს, თბილისის დროით 15:45 საათზე კიოლნის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავს. 20:00 საათზე გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება.

29 ივნისის განრიგი:

15:45 – საქართველოს ნაკრების წინასამატჩო პრესკონფერენცია (კიოლნი).

20:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი).