საქართველოს მოსახლეობის 39.6% სოფლად ცხოვრობს. სოფლები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არათანაბრადაა გადანაწილებული და დიდი მოსახლეობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდებიან.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს 5 ყველაზე დიდი სოფლიდან არც ერთი არაა დასავლეთ საქართველოში.

საქართველოს ყველაზე დიდი სოფლების ხუთეული ასეთია:

  • წეროვანი - 8100 ადამიანი;
  • მარტყოფი - 7300 ადამიანი;
  • სადახლო - 7300 ადამიანი;;
  • ყიზილ-აჯლო - 7200 ადამიანი;
  • მუხრანი - 6100 ადამიანი.

2023 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 736.4 მლნ-ია. აქედან ქალაქში ცხოვრობს - 2 255,7 მლნ, სოფლად - 1 480,6 მლნ ადამიანი, საქართველოს დედაქალაქში - 1241.7 მლნ, შესაბამისად სხვა ქალაქებში - 1 014.0 მლნ.