საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

GFF Awards 2025-ის ღონისძიება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა და 2025 წლის საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

2025 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია; 2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე; 2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე; 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი კვერნაძე; 2025 წლის საუკეთესო მსაჯი - გოგა კიკაჩეიშვილი.

ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის მედლები გადაეცათ. 17-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები: ბრინჯაოს მედალი – საბა ავდოევი („იბერია“ თბილისი); ვერცხლის მედალი – ლუკა შარიქაძე („დიანმო თბილისი“); ორქოს მედალი – ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი“, ფოთი).

19-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები: ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია“ თბილისი); ვერცხლის მედალი – გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“) ორქოს მედალი – საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“).

www.interpressnews.ge