ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

"ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებ. საქართველოს  ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია

ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის საჭირო ძალისხმევის “2028 წლამდე დროებით შეჩერებამიუღებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეთა ნებას.  

ცალსახად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ. პატივისცემას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონოდ დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს.  

ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველოსთან ერთად, ევროპაშია!" - აცხადებენ ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.