ავტორიტეტული გერმანული სააგენტოს Transfermarkt-ის მიერ ახლახან განახლებული სატრანსფერო ფასების თანახმად, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური სატრანსფერო ფასი 200.75 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

Transfermarkt-ის მიხედვით, ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • ხვიჩა კვარაცხელია – 90 მლნ ევრო;
  • გიორგი მამარდაშვილი – 30 მლნ ევრო;
  • გიორგი მიქაუტაძე – 22 მლნ ევრო;
  • ზურიკო დავითაშვილი – 10 მლნ ევრო;
  • საბა გოგლიჩიძე – 8 მლნ ევრო;
  • ოთარ კიტეიშვილი –6 მლნ ევრო;
  • გიორგი ჩაკვეტაძე – 4.5 მლნ ევრო;
  • საბა ლობჟანიძე – 4 მლნ ევრო;
  • გიორგი ქოჩორაშვილი – 4 მლნ ევრო;
  • ირაკლი აზაროვი - 4 მლნ ევრო.