საქართველოს ეროვნული ბანკი ვიდეოთვალთვალის კამერების შესაძენად ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 1-ელ მარტს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 900 ლარია.

ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვიე ობიექტია 100 ცალი ქსელური გამოყენების ვიდეო სამეთვალყურეო კამერა (თანმდევი მომსახურებით)

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 60 ცალი ვიდეო სამეთვალყურეო კამერის მონტაჟი შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი გულუას ქ.№2.

პიქსელების რაოდენობა - 3840 (ჰორიზონტალური) x 2160 (ვერტიკალური), ლინზის ტიპი მოტორიზირებული, კამერას უნდა გააჩნდეს ინტელექტუალური ფუნქციები - შეღწევა, ხაზის კვეთა, სახის ამოცნობა, უნდა ჰქონდეს არანაკლებ 128GB მეხსიერების ბარათის სათავსო.

შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდეობოდეს არანაკლებ 3 წლიანი მწარმოებლის გარანტია;