„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოს ავტოპარკის შესახებ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, საქართველოს ავტომობილების ფლოტი 2025 წლის პირველ 9 თვეში 5.4%-ით გაიზარდა, რასაც ყველაზე მეტად ხელი მსუბუქმა ავტომობილების ნაწილში ზრდამ შეუწყო.
„2025 წლის პირველ 10 თვეში იმპორტი 5%-ით, ხოლო რეექსპორტი 13%-ით გაიზარდა.
ბოლო წლებში რეექსპორტის მარკეტზე ორი ქვეყანა, ყირგიზეთი და ყაზახეთი დომინირებს.
პატარა წილების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ სამ კავრტალში, პირველად რეგისტრაციებში ჰიბრიდი ავტომობილების რიცხვი წლიურად 24%-ით, ხოლო ელექტრო მანქანების რიცხვი წლიურად 81%-ით გაიზარდა.
პირველად რეგისტრირებული მსუბუქი ელექტრო ავტომობილების რაოდენობისა და წილის ზრდა ამ ტიპის მანქანების გაზრდილ პოპულარობაზე მიანიშნებს.
ახალი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები ბოლო ორი წლის მანძილზე მცირდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. შემცირება ნაწილობრივ აიხსნება დაგროვებული მოთხოვნის უცაბედი რეალიზებით 2022 და 2023 წლებში.
საერთაშორისო დამოკიდებულება ეკონომიკურ განვითარებასა და ავტომობილების რაოდენობას შორის აჩვენებს, რომ საქართველოს საავტომობილო ფლოტს ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს“, - ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.
საქართველოს ავტოპარკი 2025 წლის 9 თვეში 5.4%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“
ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები - ირაკლი კობახიძე
საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს - ირაკლი კობახიძე
ირანზე თავდასხმები „ნაკლებად სავარაუდოა“. თუ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, ჰორმუზიც გაიხსნება - ტრამპი
შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - მარიამ ქვრივიშვილი