საქართველომ 2025 წლის იანვარში 1.355 მლნ დოლარის ღირებულების მოჭრილი ყვავილები და კოკრები იყიდა, ეს კი თითქმის 3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ყვავილების იმპორტის მოცულობა 498 ათას დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს იმპორტის ღირებულების გაზრდის მიზეზი გაძვირებული პროდუქცია გახდა. კერძოდ, თუ წინა წლის იანვარში ერთი ტონა ცოცხალი ყვავილების შემოტანა (გადასახადების გარეშე) დაახლოებით 3 ათასი დოლარი ჯდებოდა, წელს ფასმა საშუალოდ 6 700 დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში შემოვიდა 167.7 ტონა ყვავილი, წელს იანვარში კი 201 ტონა. შესაბამისად, გამოდის, რომ იანვარში ქვეყანას ცოცხალი ყვავილების და კოკრების იმპორტი 123%-ით გაუძვირდა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ 2025 წლის იანვარში ცოცხალ ყვავილები იყიდა:
ეკვადორი - 561.58 ათასი დოლარის 63.6 ტონა
თურქეთი - 225.87 ათასი დოლარის 77.65 ტონა
სომხეთი - 196.7 ათასი დოლარის 29 ტონა
კენია - 187.6 ათასი დოლარის 18.42 ტონა
ნიდერლანდები - 146.45 ათასი დოლარის 8.97 ტონა
ეთიოპია - 34.64 ათასი დოლარის 3.06 ტონა
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2.39 ათასი დოლარის 0.25 ტონა
რაც შეეხება 2024 წელს, შარშან საქართველოში 11.419 მლნ დოლარის ღირებულების 1 901 ტონა ცოცხალი ყვავილები და კოკრები შემოვიდა.