Transparency international-ის მიხედვით, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის ყველაზე კორუმპირებულთა რეიტინგში საქართველო 53-ე ადგილზეა.

კორუფციის აღქმის ინდექსის კვლევა 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100-ქულიანი სისტემით, სადაც 100 საუკეთესო, ხოლო 0 ყველაზე დაბალი შედეგია.

ინდექსი აჩვენებს, რომ როგორც წესი კორუფციის დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია მყარი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებით, რაც თავის მხრივ უმეტეს შემთხვევაში ფუნქციონირებადი და ჯანსაღი დემოკრატიის თანამდევია. ამიტომაც ყველაზე არაკორუმპირებულია დენმარკი (90 ქულა); ფინეთი (88 ქულა); სინგაპური (84 ქულა).

ყველაზე დაბალი შედეგები კი აქვთ არადემოკრატიულ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, სადაც ხშირ შემთხვევაში სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, სისტემური პრობლემები - სამოქალაქო არეულობა, ჰიპერინფლაცია და ორგანიზებული კრიმინალი არის გავრცელებული.