თბილისობის პირველ დღეს, 20 სექტემბერს დედაქალაქის მერიამ „საპატიო მოქალაქის“ სტატუსი გადასცა შვიდ ადამიანს, მათ შორის იყვნენ კულტურისა და მეცნიერების დარგის წარმომადგენლები. სიგელები მათ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადასცა .
საპატიო მოქალაქის სტატუსით დააჯილდოვეს:
- ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი;
 - ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი;
 - ჯენარო ქრისტესაშვილი - რეპროდუქტოლოგი;
 - დავით ევგენიძე - კომპოზიტორი;
 - ზურაბ თურმანიძე - ზოგადი ქირუდგი;
 - ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი;
 - ნანული აბესაძე - მსახიობი.
 
„საპატიო თბილისელების“ გამოვლენამდე ცერემონიალების სასახლის (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში) ეზოში კონცერტი გაიმართა, სადაც იმღერა მაია ჯაბუამ.
კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.