თბილისში, სანაპიროზე მსვლელობისას პოლიცია კვლავ აკავებს საპროტესტო მარშის მონაწილეებს, რომლებიც თბილისი მოლთან გამართული აქციიდან მიდიან ქალაქის ცენტრისკენ. დაკავებულებს შორის არის ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე.

ცნობილია, რომ სანაპიროზევე დააკავეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წევრი, თამარ თევზაძე - დაკავების კადრებში ჩანს რომ ის დაკავებისას შეუძლოდაა და სავარაუდოდ გონება აქვს დაკარგული.

დაკავებულებს შორის არის კოალიცია ცვლილებების წევრი, ლუკა თეთრაძეც.

დაკავებულების რაოდენობის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დაკავებულების შესახებ არც თბილისი მოლის აქციის შესახებ არ გაუვრცელებია - უწყების პრესსამსახური ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას ამ დრომდე არ პასუხობს.

არაოფიციალური ცნობებით, აქციის მიმდინარეობისას დღის განმავლობაში, 20-ზე მეტი პირია დაკავებული, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, ნიკა მელია და გიგი უგულავა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

წყარო: რადიო თავისუფლება