გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მედიკოსები - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საკოორდინაციო შტაბიდან მიღებულ დავალებებზე ექიმები, ერთმანეთთან კოორდინაციით, მყისიერად რეაგირებენ და მოქალაქეებს ეხმარებიან.

სამხედრო მედიკოსები სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად საჭიროების მქონე მოქალაქეებს ადგილზე უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას და შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა გურიის რეგიონის საკოორდინაციო შტაბიდან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.