თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია განცხადებაში.