სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. ბოლო 31 წლის განმავლობაში რეგიონში მოსახლეობა თითქმის 1.5-ჯერ შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლისთვის ადგილზე მოსახლეობის რიცხოვნობა 283.3 ათასს შეადგენდა, მაშინ როცა 1994 წელს 436.1 ათასი იყო.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2025 წელს მოსახლეობის რაოდენობა ასეთია:

  • ფოთის მუნიციპალიტეტი - 41.2 ათასი;
  • აბაშის მუნიციპალიტეტი - 17.2 ათასი;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 91.6 ათასი;
  • მარტვილის მუნიციპალიტეტი 29.6 ათასი;
  • მესტიის მუნიციპალიტეტი 9.2 ათასი;
  • სენაკის მუნიციპალიტეტი 28.9 ათასი;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 20.3 ათასი;
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 20.2 ათასი;
  • ხობის მუნიციპალიტეტი - 25.1 ათასი.

მცხოვრებთა რიცხოვნობის შემცირების გარდა, რეგიონში მოსახლეობის დაბერების ტენდენციაა. ყოველი მესამე საპენსიო ასაკის ადამიანია. ადგილზე რეკორდულად დაბალია შობადობის მაჩვენებელიც. 2024 წელს სამეგრელო - ზემო სვანეთში 2 414 ბავშვი დაიბადა, რაც 1994 წლიდან დღემდე ყველაზე დაბალი შობადობაა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს რეგიონში პენსიის მიმღებთა რიცხვი 89 936-ს შეადგენდა. რაიონების მიხედვით პენსიონერთა რაოდენობა ასეთია:

  • აბაშის რაიონი - 5 333 პირი;
  • ზუგდიდის რაიონი - 33 641 პირი;
  • მარტვილის რაიონი - 8 611 პირი;
  • მესტიის რაიონი - 2 111 პირი;
  • სენაკის რაიონი - 10 298 პირი;
  • ფოთი - 9 477 პირი;
  • ჩხოროწყუს რაიონი - 5 810 პირი;
  • წალენჯიხის რაიონი - 7 383 პირი;
  • ხობის რაიონი - 7 272 პირი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობას იღებს 13 335 პირი. რაიონების მიხედვით, სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხოვნობა ასე გამოიყურება:

  • აბაშის რაიონი - 904 პირი;
  • ზუგდიდის რაიონი - 5 487 პირი;
  • მარტვილის რაიონი - 1 058 პირი;
  • მესტიის რაიონი - 1 042 პირი;
  • სენაკის რაიონი - 1 635 პირი;
  • ფოთი - 920 პირი;
  • ჩხოროწყუს რაიონი - 560
  • წალენჯიხის რაიონი - 937 პირი;
  • ხობის რაიონი - 792 პირი.