მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სამაშველო სამსახურმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება, - ამის შესახებ სააგენტო თავად იუწყება.
შემთხვევა დღეს მოხდა.
"მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სამაშველო სამსახურის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირის ამოყვანა რამდენიმე წუთში განხორციელდა. თოვლის საფარიდან ამოყვანილ პირს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.
ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.