თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ გმირთა მოედნის მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა  დაამტკიცა. რაც იმას ნიშნავს, რომ კომისია მხარს უჭერს ამ ადგილზე 2 ცათამბჯენის მშენებლობას. საკითხს საკრებულოს სხდომაზე დღეს, 28 დეკემბერს, უყრიან კენჭს, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება.

პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრში 2 ცათამბჯენი აშენდება. 52 და 40-სართულიან შენობებში 1 000-1 000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება.