სახელმწიფომ ეკლესიას ჩოხატაურში, ხელვაჩაურსა და ლანჩხუთში მიწის ნაკვეთები გადასცა. მთავრობის 17 და 18 ოქტომბრის განკარგულებების მიხედვით, მიწის ნაკვეთები ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ერთ შემთხვევაში 99 წლიანი ვადით, დანარჩენ შემთხვევაში კი 1 ლარად გადაეცა.
18 ოქტომბრის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამია, რომ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლოდ აღნაგობის უფლებით, გადაეცემა ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე 1619 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა/ნაგებობა.
17 ოქტომბრის განკარგულებით კი ეკლესიას 1 ლარად გადაეცა საკუთრებაში ჩოხატაურის სოფელ შუასურებში მდებარე 3610 კვ/მ და 160 კვ/მ მიწის ნაკვეთები.
ასევე, 17 ოქტომბრის განკარგულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურში მდებარე 300 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას 1 ლარად გადაეცა.