რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებიც უკვე მე-13 დღეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ, რუსთაველის გამზირი დატოვეს, ტერიტორიაზე მხოლოდ მომიტინგეთა მცირე ჯგუფი რჩება.

გამზირზე ამ დროისთვის “თბილსერვისის” ჯგუფის დასუფთავების სამსახური მუშაობს, რის შემდეგ კი სატრანსპორტო მოძრაობაც აღდგება.

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ipn.ge