რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლისას რამდენიმე პირი დაშავდა. მათ სასწრაფო დახმარების მანქანებში სამედიცინო დახმარებას უწევენ.

დაშავებულებს შორის არის “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელსაც სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ჯერ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რამდენი პირია საერთო ჯამში დაშავებული.

ipn.ge