რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად დემონსტრანტების ნაწილი, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე იყვნენ განლაგებულნი, გზის ცენტრალურ სავალ ნაწილზე მაინც გადავიდა.
ამასთან, 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციის კორდონია განლაგებული. პოლიცია ასევე მობილიზებულია რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. გზის გადაკეტვას მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად კი სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.