რუსულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზ" კომპანია Черноморэнерго-ზე დაყრდნობით  ავრცელებს.

„1 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, „ჩერნომორენერგო“ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკს აწესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს აბონენტებს შუქს ორჯერ, ორ-ორი საათით გაუთიშავენ.

„შეზღუდვების გაუქმების ან გახანგრძლივების შემთხვევაში, კომპანია მოსახლეობას შეტყობინებას გაუგზავნის, მაშინვე, როგორც კი რუსეთის ფედერაციისგან მივიღებთ ინფორმაციას ელექტროენერგიის ნაკადის შესახებ“,- წერს კომპანია