გერმანულმა სპორტული ტანსაცმელების ბრენდმა „adidas“ ხუთ ფეხბურთელთან  გააფორმა ხელშეკრულება.

მსგავსი რამ გავრცელებული პრაქტიკაა. ცნობილი სპორტული ბრენდები ფეხბურთის სუპერვარსკვლავებთან აფორმებენ მსგავს კონტრაქტებს.

ხვიჩა კი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც adidas-თან ითანამშრომლებს.

გთავაზობთ adidas-ის სახეების საბაზრო ღირებულებებს, წლების მიხედვით:

ლიონელ მესი

„Transfermarket.com“-ის მონაცემებით, 20.12.2004 წელს (FC Barcelona B) მესის საბაზრო ღირებულება €3 მილიონს შეადგენდა, 18.12.2023 წლის მონაცემებით კი (Inter Miami CF) საბაზრო ღირებულება €35 მილიონს შეადგენს. მისი სატრანსფერო ღირებულება ყველაზე მაღალი 30.05.2018 წელს იყო და €180 მილიონს შეადგენდა.

ჯუდ ბელინგემი

ბელინგემის საბაზრო ღირებულება მუდმივად მზარდია. 17.10.2019 წლის მონაცემებით (Birmingham City), მისმა საბაზრო ღირებულებამ €2.5 მილიონი, ხოლო 22.12.2023 წლის მონაცემებით (Real Madrid), €180 მილიონი შეადგინა.

ხვიჩა კვარაცხელია

08.12.2017 წლის მონაცემებით (Dinamo Tbilisi), მისი საბაზრო ღირებულება 125 ათას ევროს შეადგენდა, საუკეთესო შედეგი კი  15.06.2023 წელს უფიქსირდება (SSC Napoli), €85 მილიონის  ოდენობით.  მისმა საბაზრო ღირებულებამ €5 მილიონით დაიწია და ამჟამად €80 მილიონს  შეადგენს.

მოჰამედ სალაჰი

მისი საბაზრო ღირებულაბა 06.06.2010 წელს (EL Mokawloo SC) 25 ათას ევროს შეადგენდა, 10.12.2019 ( Liverpool FC) წელს კი €150 მილიონი შეადგინა. ბოლო წლების მანძილზე მისი საბაზრო ღირბულაბა €85 მილიონით შემცირდა და ბოლო მონაცემებით, 19.12.2023 ( Liverpool FC) €65 მილიონი შეადგინა.

კარლოს კასემირო

კასემიროს საბაზრო ღირებულებამ 06.09.2010 წელს (Sao Paulo Futebool Clube) 750 ათასი ევრო, ხოლო 05.03.2020 წელს (Real Madrid) €80 მილიონი შეადგინდა. ბოლო მონაცემებით 19.12.2023 (Marchester United), მისი საბაზრო ღირებულება €50 მილიონით შემცირდა და €30 მილიონი  შეადგინა.