უახლოეს დღეებში საქართველოში ნალექია მოსალოდნელი. 8 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ბარში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ღამით ყინვა, დღე კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. 9-10 იანვარს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა ღამით +2+3 გრადუსი იქნება, დღე კი +11+13 გრადუსამდე დათბება. 10 იანვარს მოსალოდნელია დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22მ/წმ-მდე. მთაში თოვლჭყაპი და თოვლი, ღამით კი ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
8 იანვარი უნალექოდ ჩაივლის დასავლეთ საქართველოშიც. 9-10 იანვარს კი უმეტეს რაიონებში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რომელიც 10 იანვარს 25მ/წმ-მდე გაძლიერდება. ტემპერატურა +4+15 გრადუსის ფარგლებში იქნება. დასავლეთ საქართველოს მთაშიც დღე თოვლჭყაპი და თოვლი, ღამით კი ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
დედაქალაქში 8-9 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +2+14 გრადუსი იქნება. 10 იანვარს თბილისში იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22მ/წმ. ტემპერატურა +4+10 გრადუსი იქნება.