საქართველოში ცოცხალი რეპტილიების (გველის და კუს ჩათვლით) იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 62.8 ათასი დოლარის 1.2 ტონა ცოცხალი რეპტილიის იმპორტი განხორციელდა, შესაბამისად 1 კგ. რეპტილიის საიმპორტო ფასმა საშუალოდ 52 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2024 წელს, ქვეყანაში 1 ტონა რეპტილია შემოიყვანეს, რომელთა ჯამურმა საიმპორტო ფასმა 46.2 ათასი დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, რეპტილიების მთლიანი იმპორტიდან 90%-ზე მეტი ჩინეთიდან ხორციელდება.

2025 წელს რეპტილიების იმპორტი განხორციელდა ასევე უნგრეთიდან და უკრაინიდან.