რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. „Sukhoi Superjet 100“-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:40 საათზე დაეშვა.

„ეხო კავკაზა“-ს ცნობით კი, დილით ავიაკომპანიამ პირველი რეისი შეასრულა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით.

ამჟამად, Red Wings-ის გარდა, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ყოველდღიურ რეისებს ახორციელებს Azimuth (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი) და Georgian Airways (თბილისი-მოსკოვი-თბილისი).