საქართველოში ამ დროისთვის 3 118 ერთეული Porsche-ს ავტომობილია რეგისტრირებული, 2023 წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 2 844 ერთეულს აღწევდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში Porsche-ს მარკის ავტომობილების სტატისტიკა ბოლო წლების მიხედვით მზარდია. 

ქვეყანაში რეგისტრირებული Porsche-ს ავტომობილებს 72%-ი თბილისშია რეგისტრირებული, სადაც 2258 Porsche-ს ავტომობილია, მეორე ადგილზე აჭარაა სადაც 247 ცალი Porsche-ა.

Porsche-ს მარკის ავტომობილების განაწილება საქართველოში (2024 წელი):

  • CAYENNE - 810
  • MACAN -  343
  • CAYENNE S - 290
  • MACAN S - 229
  • PANAMERA -  153
  • PANAMERA 4 - 61
  • CAYENNE DIESEL - 58
  • 911 CARRERA - 56
  • BOXSTER - 55
  • CAYENNE TURBO - 54.