numbeo.com-ის მონაცემების მიხედვით, თბილისში ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯები ქირის გარეშე შეადგენს 1668.3 ლარს, ხოლო ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი 6026.8 ლარია ქირის გარეშე. (ეს ინდექსი მიუთითებს სამომხმარებლო საქონლის შედარებით ფასებზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტები, რესტორნები, ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურება.)

ერთი თვის მანძილზე, ერთოთახიანი ბინის ქირაობა ქალაქის ცენტრში, 1560-დან 3000 ლარამდე ჯდება. სამოთახიანი ბინის ქირაობას კი 2650 ლარიდან 6300 ლარამდე შუალედში შეძლებთ.

რაც შეეხება გარეუბნებს, ერთოთახიანი ბინის ქირაობა 1000 ლარიდან 2000 ლარამდე ფარგლებშია შესაძლებელი, ხოლო სამოთახიანის 1500-დან 3500 ლარამდე.

გთავაზობთ ანალოგიურ მონაცემებს ბათუმის და ქუთაისის შემთხვევაში:

ბათუმი

ბათუმში ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯები ქირის გარეშე შეადგენს 1522.5 ლარს. ხოლო ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი 5434.7 ლარია (ქირის გარეშე).

1 ოთახიანი ბინის ქირა ქალაქის ცენტრში 1 100 ლარიდან - 2000 ლარამდე
1 ოთახიანი ბინის ქირა გარეუბანში 650ლარიდან - 1540 ლარამდე
3 ოთახიანი ბინის ქირა ქალაქის ცენტრში 1500 - 3600 ლარამდე
3 ოთახიანი ბინის ქირა გარეუბანში 1100 ლარიდან - 2500 ლარამდე

ქუთაისი

1 ოთახიანი ბინის ქირა ქალაქის ცენტრში 530 ლარიდან - 1600 ლარამდე
1 ოთახიანი ბინის ქირა გარეუბანში 500 ლარიდან - 1200 ლარამდე
3 ოთახიანი ბინის ქირა ქალაქის ცენტრში 1200 ლარიდან - 2200 ლარამდე
3 ოთახიანი ბინის ქირა გარეუბანში 900 ლარიდან - 1500 ლარამდე