20 და 23 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთის ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის პლეი აუტის ორ მატჩს გამართავს.

სომხეთი VS საქართველო - შეხვედრა დღეს, 20 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება;

საქართველო VS სომხეთი კი 23 მარტს, 18:00 საათზე ჩატარდება.

სპორტული პორტალის Transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების ღირებულება 192 მილიონ ევრომდეა. ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი არიან, შესაბამისად 85 და 40 მილიონ ევროდ.

სომხეთის ეროვნული ნაკრების ღირებულება დაახლოებით 21 მილიონი ევროა, მათ ნაკრებში ყველაზე ძვირად 20 მილიონად ედუარდ სპერციანია შეფასებული, რომელიც უახლოეს შეხვედრებში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. შესაბამისად, ამჟამად ნაკრებში ყველაზე ძვირად 6 მილიონად მარცხენა ნახევარმცველი ნაირ ტიკნიზიანია შეფასებული.