საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ინფრასტრუქტურისა გაუმჯობესებასა და მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს დამატებით 4 ადგილიანი 36 ერთეული სავარძელი და რიგის კონტროლის 300 ერთეული ტენსაბარიერი დაემატა.

ჩეხური წარმოების თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის სავარძლები აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულებზეა განთავსებული. ახალი სავარძლები დაემატა ჩამოფრენის დარბაზსაც.

მგზავრთა ნაკადის და რიგების კონტროლისთვის, 300 ერთეული პოლონური წარმოების მაგნიტური ტენსაბარიერი გაფრენის დარბაზში სარეგისტრაციო დახლებთან, ასევე გაფრენისა და ჩამოფრენის დარბაზებში საპასპორტო კონტროლის ჯიხურებთან დამონტაჟდა.

პროექტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 185, 600 ლარის ინვესტიცია განახორციელა.