ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა და პატიმრობის ვადებითაც აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ქვეყნების მონაცემების შედარება რომ შესაძლებელი გახდეს, ამისათვის მონაცემებს ითვლიან ყველა ქვეყანაში 100 000 სულ მოსახლეზე. ამ სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში მოდის 237 პატიმარი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; საქართველოს უსწრებს მხოლოდ თურქეთი - 100 000 მოსახლეზე 355 პატიმრით, საქართველოს მოსდევს - აზერბაიჯანი და უნგრეთი 217 და 194 პატიმრით ყოველ 100 000 ადამიანზე.
ევროპული საშუალო მაჩვენებელი 117 პატიმარია, მედიანური კი - 104;
პატიმრობის ვადების ევროპის საშუალო მაჩვენებელი 8.5 თვეა, საქართველოში კი - 14 თვე.
პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის შესახებ სრულად წაიკითხეთ „რადიო თავისუფლებას“ ვებ-გვერდზე.