82 - მომხრე, 8 - წინააღმდეგი პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო.
მომხსენებელი "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია იყო.
ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელი, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი− X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი− XII კლასი). ამასთან, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.
გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.
სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს.
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც აგრეთვე დაამტკიცებს სამინისტრო.
ცვლილებებით, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო
საქართველოს საერთაშორისო ჰაბის სტატუსის დაკარგვის რისკი აქვს - ბრიტანეთის ელჩი(bm.ge)
ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები - ირაკლი კობახიძე
საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს - ირაკლი კობახიძე
ირანზე თავდასხმები „ნაკლებად სავარაუდოა“. თუ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, ჰორმუზიც გაიხსნება - ტრამპი