პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა და 87 ხმით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების - კულტურის სამინისტროს და სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბებას.
კანონპროექტი პარლამენტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო„ – ნათქვამია ინფორმაციაში.