ქურდებმა პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან 600 ათას ევრო ღირებულების ოქროს ნიმუშები გაიტანეს. თავდამსხმელებმა შენობაში შეღწევა საფხეკი მანქანისა და გაზის სანთურის გამოყენებით მოახერხეს.

მუზეუმის დირექტორმა ემანუელ სკულიოსმა აღნიშნა, რომ საქმე აქვთ „უკიდურესად პროფესიონალურ გუნდთან“.

ინციდენტის შემდეგ მუზეუმმა დახურა მინერალოგიის გალერეა და კოლექცია გადაამოწმა. უცნობია, მოპარულია თუ არა მისი ერთ-ერთი უნიკალური ექსპონატი - კალიფორნიისგან შემოსული ოქროსა და კვარცის ნატეხი.

ბოლო პერიოდში საფრანგეთში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა: ლიმოჟში მოიპარეს ჩინური ფაიფურის ნიმუშები 6,5 მილიონი ევროს ღირებულებით, პარიზში - XVIII საუკუნის არტეფაქტები, ხოლო სონისა და ლუარის მუზეუმიდან - ძვირფასეულობა.

ყველაზე ხმაურიანი ქურდობა 2010 წელს მოხდა, როცა „ადამიანმა-ობობამ“ პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პიკასოსა და მატისის ნამუშევრები გაიტანა.

tvpirveli.ge