დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულსა და შემოდგომაზე მიწისძვრის 27 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის - ორ შემთხვევაში მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვართან ახლოს გამოვლინდა.
ბოლო მიწისძვრა 6 სექტემბრით არის დათარიღებული - 22:30 საათზე, ქალაქ დმანისში, 4.1 მაგნიტუდა [თბილისიდან 49 კილომეტრი].
საინფორმაციო ბაზის თანახმად, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო 3 ივნისს, 22:03 საათზე, რაჭაში - ქალაქ ონთან [სოფელი ირი]. ზაფხულსა და შემოდგომაზე მიწისძვრების თითქმის ნახევარი სწორედ ონის მუნიციპალიტეტში აღირიცხა [უმეტესად სოფელი ირი - 10 შემთხვევა].
მიწისძვრის შემთხვევები აღირიცხა ასევე დმანისის, წნორის, ჩხოროწყუს, დედოფლისწყაროს, ნინოწმინდის ტერიტორიებზე.
საქართველოს საზღვართან ახლოს მომხდარი ორი მიწისძვრიდან ორივეს ეპიცენტრი იყო რუსეთის ტერიტორიაზე [მაქსიმალური 4.4 მაგნიტუდა, საქართველოს საზღვრიდან 57 კმ-ში].
წყარო: "რადიო თავისუფლება"