ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა. ინფორმაციას რუსული მედია გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეებს ამ დრომდე ეძებენ.

ე.წ. საზღვარზე სროლა გუშინ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის განცხადებით, კონფლიქტის ყველა მონაწილე „აფხაზეთის მოქალაქეა“.