ნოემბერში, თბილისში 3,739 ერთეული საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში გაყიდული ბინების ღირებულება 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და დედაქალაქში 264 მილიონი დოლარის ბინები გაყიდა.

ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 17% და 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„ახალ პროექტებში ტრანზაქციების 17%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული.

ნოემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 10%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, - ნათქვამია განახლებულ მიმოხილვაში.