ნიკორწმინდის ტაძრის კედლის დაზიანების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ორგანიზაციის, „ევროპა ჩვენი სახლია“ წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, ტაძრის სახურავიდან ჩამოსული ნალექით კედლის ქვები ზიანდება.
„სახურავი სპილენძისაა და ნალექის დროს წყლის მუდმივი შემხებლობის გამო ქვის შეფერილობაც შეცვლილია. კლიმატის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თოვლისგან საძირკველთან კედლების გათავისუფლება, რამდენადაც რაჭაში თოვლი იშვიათობა არ არის, აღმავალი ტენის ზრდის რისკებს აპროვოცირებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ჩრდილოეთ ფასადის მდგომარეობა სადაც თოვლის დნობა პირდაპირ ფუნდამენტში ხდება და გარედან კედელი სველია“, - წერს თორნიკე ბარათაშვილი.