კლუბის მფლობელი აურელიო დე ლაურენტისმა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მხარეს ანაზღაურების 4 მლნ-მდე გაზრდა შესთავაზა, ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Mattino-ზე დაყრდნობით europop-ი წერს.
„ნაპოლიში“ გადაწყვეტილი აქვთ, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი გაუხანგრძლივონ და ხელფასი გაუზარდონ. ცნობილია, რომ კლუბის მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი 23 წლის ქართველი ვარსკვლავის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკების დაწყებას სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს, იქამდე კი იტალიური მედია ახალი ხელშეკრულების დეტალებზე წერს.
ხვიჩას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში დაახლოებით 1.5 მლნ ევროს გამოიმუშავებს, რაც ძალიან დაბალი ხელფასია მისი კალიბრის მოთამაშისთვის. გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, დე ლაურენტისმა ქართველი ვარსკვლავი მხარეს ანაზღაურების 4 მლნ-მდე გაზრდა შესთავაზა.
როგორც იტალიური გამოცემა წერს, „ნაპოლის“ წინადადება 2028 წლამდე კონტრაქტი და ხელფასი 4 მლნ,-ია კვარაცხელიას კი 5-ის მიღება სურს. სავარაუდოდ, მხარეები შუალედურ ვარიანტზე შეჯერდებიან - 4.5 მლნ-ზე ბონუსების გათვალისწინებით.
სრულად წაიკითხეთ აქ.