„ნაპოლი“ მზად არის ხვიჩა კვარაცხელია 130 მილიონ ევროდ გაყიდოს. „კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მსურველი კლუბი მასში 120-130 მილიონ ევროს გადაიხდის.  

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით „ბარსელონა“და „პსჟ“ ინტერესდებიან.