8 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირლანდიაში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ირლანდიური ავიაკომპანიის Ryanair აღმასრულებელ მმართველთან, მაიკლ ო’ლირისთან. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ირლანდიაში ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს ავიაკომპანიის საქართველოს აეროპორტებში ფრენების დაწყების შესაძლებლობები.